ევგენი პრიგოჟინმა აჯანყების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და მიზეზები განმარტა. მის დაახლოებით 12 - წუთიან აუდიო კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.
პრიგოჟინის თქმით, კამპანიის მიზეზი „ვაგნერის“ დაშლის გეგმები იყო.
„ინტრიგების, არასწორად გააზრებული გადაწყვეტილებების შედეგად, ამ ერთეულს [ვაგნერს] უნდა შეეწყვიტა არსებობა 2023 წლის 1-ელ ივლისს“, - ნათქვამია მის შეტყობინებაში.
„ერთ დღეში გავიარეთ 780 კილომეტრი. დარჩენილი იყო 200 კილომეტრზე მეტი მოსკოვამდე. ადგილზე არცერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. ვწუხვართ, რომ იძულებული გავხდით დარტყმა მიგვეყენებინა საჰაერო ობიექტებზე. კამპანიის მიზანი იყო თავიდან აგვეცილებინა "ვაგნერის" განადგურება, ასევე, პასუხისგებაში მიცემა იმ პირებისა, რომლებმაც თავიანთი არაპროფესიონალური ქმედებებით დაუშვეს უამრავი შეცდომა „სპეცოპერაციის“ დროს. ამას ითხოვდა საზოგადოება“, - აღნიშნა პრიგოჟინმა.