რუსეთში მომხდარი შიდადაპირისპირების ფონზე, ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლებას ბრალდებას უყენებენ. ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა ოკუპანტ ქვეყანაში დაძაბული ვითარების პარალელურად საქართველოს შიდა და გარე საფრთხეებისადმი ზედაპირული დამოკიდებულება გამოამჟღავნა. ხელისუფლება კი ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობს და ამბობს, რომ ოპოზიციამ ქვეყანაში აჟიოტაჟი და პანიკა გამოიწვია.