ოკუპანტი ქვეუნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ქვეყნის რამდენიმე ოლქში გამთენიისას საჰაერო განგაში გამოცხადდა. ოდესაში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალები ზაპოროჟიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაესხნენ თავს და სრაკეტო იერიში მიიტიანეს. ამავე ცნობით, ოკუპანტებმა 33 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 45-ზე მეტი შეტევა განახორციელეს. დაშავებული და დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილი კი დაზიანდაან განადგურდა.
გენშტაბის ინფორმაციით, დიდია მტრის დანაკარგებიც. უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოკაციის ადგილებს 8 დარტყმა მიაყენა.
უწყების ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, ერთ დღეში, მტრის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 6 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.