USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქალაქ სეულში "ქართული ღვინის საღამო" გაიმართა. კორეის დედაქალაქში ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
„ქართული ღვინის საღამოზე“ ღვინის პროფესიონალების წინაშე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.