პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრების წევრმა, ზურაბ კინწურაშვილმა 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მძიმე ბრძოლაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ზურამ პირველ დაპირისპირებაში ირლანდიელი მეტოქე 2-0 დაამარცხა, შემდეგ ეტაპზე კინწურაშვილს პირველ ნომრად განთესილი, მსოფლიო ჩემპიონი ესპანელი დანიელ ბარერა შეხვდა, სადაც მძიმე ბრძოლაში მეტოქე 2:0 დაამარცხა. ½ ფინალში კინწურაშვილი მსოფლიოს ვიცე ჩემპიონს სერბ სპორტსმენს დაუპირისპირდა, რომელსაც ანალოგიური ანგარიში 2:0 მოუგო.
ფინალურ ბძოლაში ზურამ ბოსნიერლი მეტოქე შედარებით მარტივად დაამარცხა 2:0 და საქართველო ოლიმპიურ ნაკრებს რიგით მესამე ევროპულ თამაშებზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ეს ქართული დელეგაციას ევროპულ თამაშებზე უკვე 4 მედალი აქვს და საერთო ჩათვლაში 25-ე ადგილზეა. მეხუთე საშეჯიბრო დღეს ასევე ოქროს მედალს დაეუფლა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მანამდე კი კარატისტი გოგიტა არქანია ბრინჯაოს მედალი მოიპოცა, ხოლო ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ვერცხლის პრიზიორი გახდა.