თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. სერგო შუბითიძე სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს, მას ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ. შუბითიძემ 2 თვის წინ თქვა, რომ ბაჩალიაშვილის საქმე გაყალბდა. ამ განცხადებიდან მალევე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დეტალების ხელახლა შესწავლის შემდეგ კი უწყებამ დაადგინა, რომ შუბითიძის ჩვენება ტყუილს შეიცავდა.