უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, რომ „ვაგნერთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის დაშლა გარდაუვალია. მისი თქმით, პრიგოჟინის ქმედებები პუტინის სისტემის დემონტაჟის პირველი ეტაპია და „ვაგნერის“ ლიდერი მხოლოდ დესტაბილიზაციის პროცესის ჯგუფისა და გეგმის ნაწილია. დანილოვს მიაჩნია, რომ პუტინის გადარჩენის ერთადერთი შანსი არის ძალოვანი ბლოკის წმენდა, „ვაგნერის“ ლიკვიდაცია, რუსეთში საომარი მდგომარეობა და მასობრივი რეპრესიები.