მთაწმინდის პარკში, თაფლის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების 40-მდე მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ვიზიტორებს შეეძლოთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული თაფლი დაეგემოვნებინათ. ღონისძიების მიზანი, მეფუტკრეობის დარგში ეკონომიკური ზრდის წახალისება და ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაა.