მაჭახელას ეროვნულ პარკს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები ესტუმრნენ . საინფორმაციო ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წევრებმა მაჭახელას ეროვნული პარკის თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს. მოინახულეს მაჭახელას დაცული ლანდშაფტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებას, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას.