მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცახდებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოში უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა და საზღვრების ჩაკეტვა არასერიოზული ნაბიჯი იქნებოდა. ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტიც გააკრიტიკა და თქვა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი არა ზურაბიშვილი, არამედ საქართველოს მთავრობაა. ქართული ოცნების შეფასებით, იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც ხელისუფლებას შემზღუდავი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდნენ, საქართველოს ომში გახვევაა.