მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული, სიტუაცია რთულია. ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.
„ძვირფასო ქალაქელები, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. სიტუაცია რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით ოპერატიული შტაბის ფარგლებში ჩემს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდეს - სახელმწიფო უწყებებისა და უწყვეტი ციკლის სამრეწველოების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ქალაქის სამსახურების გამონაკლისით. გთხოვთ, ქალაქში მგზავრობისგან მაქსიმალურად შეიკავოთ თავი. ცალკეულ კვარტლებში და ცალკეულ გზებზე მოძრაობის გადაკეტვაა შესაძლებელი“, - წერს სობიანინი.