შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 12 პირი. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.