ქართული ოცნების თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალებას აფასებს. ირაკლი კობახიძე ამბობს რომ სამწუხაროა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, მისივე შეფასებით გვარამია პრეზიდენტის შეფასებაში მართალი აღმოჩნდა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს რომ აგენტის მხრიდან აგენტის შეწყალება მოხდა, რაც საბოლოო ჯამში საქართველოში პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს. 22 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა მის ხელთ არსებული ბერკეტი გამოიყენა და დაპატიმრებიდან 402 დღის შემდეგ მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.