ქართული ოპოზიცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიოს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ რუსეთში ბოლო საათების განმავლობაში უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე საქართველოს ინტერესებს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ მმართველი პარტია ირწმუნება რომ სახელმწიფო უწყებები ქვეყნის უსაფრთხოებას მაღალ დონეზე იცავენ.