გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროეკოლოგია“ გახსნა. საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს ბიო-ორგანული და აგროეკოლოგიური სოფლის მეურნეობის როლი აგროსასურსათო სექტორის გაჯანსაღებასა და მის უფრო სამართლიან და ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრად სისტემად ჩამოყალიბებაში. დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ექსპერტებმა და ფერმერული გაერთიანებების წარმომადგენლებმა გაუზიარეს. კონფერენციის პარალელურად ფერმერთა მიერ წარმოებული ადგილობრივი, ორგანული და ეკომეგობრული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.