ევროკომისიის კიდევ ერთი შეხსენება საქართველოს - შუალედური ანგარიშის გაცნობის შემდეგ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაციის შესრულებით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ვერ დაიმსახურებს. მათი შეფასებით, დარჩენილ დროში აუცილებელია მკაფიო რეფორმები ისეთი პრინციპული მიმართულებებით, როგორიც სასამართლო სისტემა და მედიის დამოუკიდებლობაა.