რუსეთში ამ დროისთვის დაძაბულობაა. რუსეთის დედაქალაქში, ასევე, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა. სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა. პრიგოჟინის ბრალდება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო და თქვა, რომ "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის მტკიცებულებები "რეალობას არ შეესაბამებოდა". სწორედ პრიგოჟინის ამ განცხადებებზე აღძრა საქმე რუსეთის ФСБ-მ და თქვა, რომ მიზეზი "შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდებაა". გავრცელებული ინფორმაციით „ვაგნერს“ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები კონტროლზე აქვს აყვანილი. ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, დაკავებულია შტაბის შენობა. რუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კრემლმა პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიდეო მიმართვა გაავრცელა.