ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თავისუფალია. გუშინ ღამით მას რუსთავის ციხესთან შვილები, ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და მხარდამჭერები ოვაციებით დახვდნენ. ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საღამოს შეიწყალა. ის გასული წლის 16 მაისს დააკავეს და სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.