ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ სცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოაცხადა.
მოსამართლემ ბადრი ესებუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდების მხარე ბადრი ესებუას მიმართ წარდგენილი მუხლებით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი და მაქსიმალური სასჯელის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარემ კი, ესებუას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.
წყარო: interpressnews.ge