ბადრი ესებუამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ჩვენება მისცა. თქვა, რომ ბანკის თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც ესებუამ აღნიშნა, 21 ოქტომბერს მთელი დღე საკუთარ სახლსა და სოფელში გაატარა. მიმალვის გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც თანასოფლელმა თავდასხმაში ბრალდებულად ის დაასახელა.