გვარამიას გათავისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებიც გამოეხმაურნენ. პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მისასალმებლად მიიჩნევს. მისივე თქმით ეს საქართველოში დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ჰელსინკის კომისიამაც გაავრცელა განცხადება და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
ნიკა გვარამიას გათავისუფლებას პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრიც გამოეხმაურა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით შეწყალების ეს აქტი იმედის მომცემია.
გარდა ამისა, ესტონეთისა და ბრიტანეთის ელჩებს გვარამიას შეწყალება პრეზიდენტის სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ.