ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თავისუფალია. გუშინ ღამით გვარამიას რუსთავის ციხესთან შვილები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები, პოლიტიკოსები და მხარდამჭერები ოვაციებით დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საღამოს შეიწყალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის გასული წლის 16 მაისს დააკავეს და სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.