გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე წყლის რესურსების მართვის საკითხებში შინ ჯინ სუ ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და ქვეყანაში წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დაცული ტერიტორიების, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და წყლის მდგრადი მართვის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.