საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი და ალიხან სმაილოვი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ცნობისთვის, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი დღეს ეწვია.