სან ანტონიო სპურსმა 2023 წლის NBA-ს დრაფტზე ფრანგი ვარსკვლავი ვიქტორ ვემბანიამა პირველ ნომერად აირჩია. 2 მეტრისა და 23 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე კალათბურთელი დიდების დარბაზის წევრ მწვრთნელთან - გრეგ პოპოვიჩთან ერთად ითამაშებს. Wembanyama აპირებს გაახალგაზრდავოს ფრენჩაიზი, რომელმაც 1999 წლიდან 2014 წლამდე ხუთი NBA-ს ტიტული მოიგო და საერთაშორისო მოთამაშეების ვარსკვლავებისა და ჩემპიონებად გადაქცევის დიდი ისტორია აქვს.
ვემბანიამას მას შემდეგ, რაც მისი სახელი გამოაცხადეს ცრემლები წამოუვიდა და სპურსის ქუდით გავიდა სცენაზე.
”მე ნამდვილად არ შემიძლია ამის აღწერა, ეს ჯერ კიდევ ახალი, ერთ-ერთი საუკეთესო გრძნობაა ჩემს ცხოვრებაში. ამდენი ხანი ვოცნებობდი ამაზე. ეს ოცნება ახდა. ეს წარმოუდგენელია”, - აღნიშნა ვემბანიამამ.
შეგახსენებთ, რომ ვემბანიამამ გასული სამი სეზონი საფრანგეთის Pro ლიგაში გაატარა. ის საშუალოდ 21.6 ქულა, 10.4 მოხსნა და 3.0 ბლოკს აგროვებდა, მოედნიდან კი 47% სიზუსტით ისროდა.