ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მხარეებს შორის საუბარი ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსაც შეეხო. გარდა ამისა, EBRD-ის დირექტორთა საბჭოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც უმასპინძლა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეეხო.