მესამე სექტორი უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას ითხოვს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, უნდა მოხდეს პარლამენტში მოქმედი ნდობის ჯგუფის შემადგენლობის გაფართოება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, უსაფრთხოების სექტორზე კონტროლს უფრო ეფექტურსა და მოქნილს გახდის. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი დეპუტატებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს უკვე გააცნო.