რეალურია თუ არა ოპოზიციის გაერთიანების იდეა - უდიდესი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე დანარჩენ ოპოზიციას არა გაერთიანებას, არამედ საერთო სტრატეგიის შემუშავებას სთავაზობს. ოპოზიციის ერთი ნაწილი ამ პოზიციას იზიარებს, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტების გაერთიანება წარუმატებლობისთვის არის განწირული.