უახლოეს 4 წლის განმავლობაში უკრაინის აღდგენისთვის საჭირო რესურსის 45%-ს ევროკავშირი დააფინანსებს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, შესაბამისი დაფინანსება გრანტების, კრედიტების და, ასევე, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გზით მოხდება.
"ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან. დაწვრილებით ვისაუბრებთ ინვესტიციების და რეფორმების დაგეგმვაზე. ეს გეგმა სამოქმედო უნდა გახდეს საერთაშორისო დონორებისთვის, კერძო სექტორის ჩათვლით. ჩვენ უნდა გვქონდეს პროგნოზირების საშუალება, გამჭვირვალობა და მკაფიოობა. ეს დაეხმარება ჩვენს კოორდინირებას და ჩვენი გავლენის მაქსიმიზაციას მოახდენს. უკრაინასთან იმდენხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.