ძლიერი აფეთქება ჩინეთში - თხევადი აირის გაჟონვას ქალაქ ინჩუანის ერთ-ერთ რესტორანში მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევის შედეგად, 31 ადამიანი დაიღუპა.
მომხდარს ჩინეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სი ძინპინმა ქვეყანაში უსაფრთხოების ზედამხედველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ცნობისთვის, გაზის გაჟონვის გამო, აფეთქებები ჩინეთში საკმაოდ ხშირად ხდება.