გაეროს ექსპერტები შიშობენ, რომ კახოვკის ჰესის ნგრევის შემდეგ, მდინარე დნეპრის დინებას შესაძლოა, შავ ზღვაში ჩაეტანა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები ჩაეტანა. საფრთხეს წარმოადგენს საბჭოთა წარმოების მსუბუქი ქვეითსაწინააღმდეგი ნაღმები, რომლებსაც „პეპელასაც“ უწოდებენ. სიმსუბუქის გამო, ამ ტიპის ნაღმები წყალმა შესაძლოა, დიდ მანძილზე წაიღოს, განსხვავებით მძიმე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან.