ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 17:00 საათზე პარიზის მეხუთე ოლქში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ გაზეთი Liberation-ი და პარიზის პოლიცია იუწყება.
სულ მცირე ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
სენტ-ჟაკზე აფეთქებულ შენობაში ამერიკული აკადემია, მოდის და არქიტექტურის სკოლაა განთავსებული.