უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთში გაყინული რუსული აქტივები რუსეთის ფედერაციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუბრუნდეს. მისი თქმით, რუსული ფული უკრაინის აღდგენის მნიშვნელოვანი რესურსი უნდა გახდეს. ეს ლოგიკური, პატიოსანი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. შმიგალი ოთხ ნაბიჯზე საუბრობს, რომლებიც უკრაინის აღსადგენად რუსული აქტივების მოზიდვისთვისაა საჭირო.