ლონდონში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა მონაწილეებს უკრაინის დაუყოვნებლივი საჭიროებების შესახებ გეგმები გააცნო. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირს ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაშიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს. კონფერენციაზე დამსწრეებს ონლაინ ფორმატში უკრაინის პრეზიდენტმაც მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპის თავდაცვის საკვანძო ელემენტია. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ევროპის თავდაცვის მთავარი ელემენტი უკვე არის და ის ამის აღიარებისთვის მოკავშირეების გამბედაობას ელოდება.