მთავრობა ავტოსადგურის სერტიფიცირების, მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღების ინიციატივით გამოდის და ამ მიმართულებით პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის მიღებას სთავაზობს. პარლამენტში განსახილველად უკვე წარდგენილია “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონსა და სხვა გამომდინარე კანონებში ცვლილებების პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.