საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023 ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ფორუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოზიციონირების გაძლიერებაა. ღონისძიებას კიბერუსაფრთხოებაში ჩართული საქართველოს საჯარო უწყებების წარმომადგენლები, პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოსული უცხოელი ექსპერტები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.