„ქართულმა ოცნებამ“ პარტიული კონფერენციები დღეს თელავსა და ახმეტაში გამართა. მმართველმა პარტიამ კონფერენციები გუშინ შიდა ქართლში დაასრულა. ბოლო შეხვედრა კასპში შედგა და გადაწყდა, რომ ადგილობრივ ორგანიზაციას ქალაქის მერი უხელმძღვანელებს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მმართველი პარტიის ლიდერებმა ხაშურსა და ქარელში. ქვეყნის მასშტაბით, სულ 73 პარტიული კონფერენცია შედგება.