მიხეილ სააკაშვილი მზადაა მხარდამჭერებისგან წერილობითი კითხვები მიიღოს და მათ პასუხი სოციალური ქსელის დახმარებით გასცეს. სააკაშვილის პოლიტიკური გეგმების ფონზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჯერ ისევ ფრთხილ განცხადებებს აკეთებს და ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მმართველი პარტიის განცხადებით კი სააკაშვილის შესახებ ბოლო თვეების განმავლობაში წამოწყებულ დისკუსიას საბოლოოდ წერტილი დაესვა.