ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პროგრესს ბრიუსელში განიხილავენ. ზეპირ ანგარიში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს დახურულ შეხვედრაზე წარუდგინეს.
ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინია თბილისში. ოპოზიციის ნაწილი ოპტიმისტურ პროგნოზს არ იზიარებს, ხელისუფლების განმარტებით კი წლის ბოლომდე 12-ვე რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნება შესრულებული.