„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და პარტიის საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავენ, - ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ოპოზიციონერი ლიდერები უკვე შეხვდნენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და კონგრესის საგარეო კომიტეტს.
გიორგი ვაშაძის თქმით, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების მთავარ თემებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი და ეკონომიკური თუ უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა.
“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის თქმით, აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მზადაა არჩევნებზე გამოუშვას ხანგრძლივი სადამკვირვებლო მისია, ასევე ისინი უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორს.