საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი - 2023 ოფიციალურად დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაიხსნა.
ფორუმის მიზანი კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, ასევე საერთაშორისო დონეზე, კიბერკომპონენტის საშუალებით, საქართველოს პოზიციონირების გაძლიერებაა.
ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: კიბერშესაძლებლობების გაძლიერება, ამ მიმართულებით არსებული მთავარი გამოწვევები, კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით შავი ზღვის რეგიონის ხედვა და საერთაშორისო თანამშრომლობა.
ღონისძიებას ესწრებიან კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული საქართველოს საჯარო უწყებების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები პარტნიორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან.