დღეს, ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყება. საღამოს 8 საათზე „დინამო არენაზე“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას უძლიერესი ნაკრების, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
აღნიშნულ შეხვედრამდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა „დინამო არენაზე“ უკვე ივარჯიშა. ვარჯიშის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე გუნდის მზადყოფნასა და მოლოდინზე ისაუბრა.
გარდა ამისა, ახალგაზრდური ნაკრები ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ მექვაბიშვილმაც გააკეთა კომენტარი. მან აღნიშნა, საქართველოს მომავალ მეტოქეს, პორტუგალიას ამ ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს.
ცნობისთვის, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.