აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი სამ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. ამის შესახებ იუისტიის დეპარტამენტმა განაცხადა, რომლის წარმომადგენელმაც დელავერის შტატის სასამართლოში დოკუმენტაცია ჩააბარა. ჰანტერ ბაიდენი ფედერალურ გადასახადებთან დაკავშირებულ ორ დარღვევასა და იარაღის ფლობასთან დაკავშირებით ბრალეულობას აღიარებს. აღნიშნულ ბრალდებების გამო, მომავალში ჰანტერ ბაიდენი სასამართლოს წინაშე წარდგება. მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს პატიმრობა, სავარაუდოდ, არ ემქურება.