საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო NDI-ის ხანგრძლივი და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და კარგი მმართველობის მხარდასაჭერად. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და აშშ-ის მხრიდან 30 წლის განმავლობაში გაწეული ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას.