როგორ ასრულებს საქართველო 12 რეკომენდაციას - ევროკომისია დღეს და ხვალ ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს მოხსენებას წარუდგენს. შეხვედრები ბრიუსელსა და სტოკჰოლმში გაიმართება.როგორც ცნობილია, ეს არ იქნება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის მოხსენება და ორივე შეხვედრაზე იქნება პოლიტიკური შეფასებებიც, მათ შორის იმაზეც, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო და აქვს თუ არა ქვეყანას პროგრესი ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ასევე ცნობილია, რომ ევროკომისია საქართველოს, უკრიანისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს. აღნიშნულ საკითს დილიდან დეპუტატების მხრიდან პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. რა განცხადებები კეთდებოდა ოპოზიცის და მმართველი პარტიის მხრიდან.