ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ.
როგორც მაღაროში დასაქმებულები აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლებენ, განცხადებებს გააკეთებენ.
აქციის მონაწილეები მსვლელობის პარალელურად სკანდირებენ: „ჭიათურას გაუმარჯოს!“
მაღაროელების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ მსვლელობის დასრულების შემდეგ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ კვლავ განახლდება.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს პოლიტიკოსებს, აქციაზე მოსვლისგან თავი შეიკავონ.