ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა. მისივე თქმით, თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მას „მოღალატე“ უწოდა და კვერცხი ესროლა. ამასთან, ბერძენიშვილი არ აპირებს საკითხზე პოლიციას მიმართოს, რადგან მას არ აქვს კვალიფიციური გამოძიების იმედი.
ამ ამბავს უკვე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი. როგორც მან აღნიშნა, მისთვის მსგავსი შემთხვევა კატეგორიულად მიუღებელია. მან სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდა.