"ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციას გაერთიანებისაკენ მოუწდებს. ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად საერთო სულისკვეთება არის აუცილებელი. ოპოზიციის ნაწილისთვის ეს გეგმა მიუღებელია. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად პროდასავლური პარტიების ერთობა არის საჭირო. ამ გეგმას მმართველი პარტია განწირულს უწოდებს, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილქვეშ ოპოზიცია სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს.