5 თვეში ყირგიზეთში ექსპორტი 1 431%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-მაისის ექსპორტის მიხედვით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში ყირგიზეთი მე-5 ადგილზეა. ზრდის მასშტაბით კი, პირველზე. იანვარ-მაისში, საქართველომ ყირგიზეთში 210 მლნ დოლარზე მეტი ღურებულების პროდუქცია გაყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მხოლოდ 13.7 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. შედეგად ზრდა 1 431%-ია.
საქართველოდან ყირგიზეთში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა მსუბუქი ავტომობილები, სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან, ციანიდები და სამკურნალო საშუალებები.