დაახლოებით ერთი თვეა "ბიბლუსში" წიგნის ყდის შეფუთვებით ჩაი, ყავა და შოკოლადი გამოჩნდა. ეს არის ფაქტობრივად 4 ბრენდის კოლაბორაცია. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ წიგნების შეძენისას, წიგნის თემატიკით გაფორმებული სასურველი პროდუქტი ცალკეც შეიძინონ.
პროდუქციის სერია, ოთხი ბრენდის: „ბიბლუსის“, „გურიელის“, „მონდოსა“ და „ბარამბოს“ კოლაბორაციით შეიქმნა. ლიმიტირებული შეფუთვები სასაჩუქრედაც არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნის.